logo
ENG


მეუფე გრიგოლი: COVID 19-ის გამო თუ დღის წესრიგში დადგა მსახურების წესის შეცვლა, ვიმსჯელებთ
  • 1435ნახვები

ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება, ადამიანმა არასერიოზულად ისაუბროს და ზღაპრები მოყვეს. ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ვირუსმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საჭიროა საერთო ძალისხმევა და ამ საფრთხეების გათვალისწინება. თუ დღის წესრიგში დადგა [მსახურების წესის შეცვლის] აუცილებლობა, ამაზე ვიმსჯელებთ, ღვთისმსახურების დროს სასულიერო პირები პირბადეებით დგანან, ასევე მრევლი, ამ ეტაპზე სხვა რა უნდა გავაკეთოთ, მე ვერ გეტყვით. ისეთი ვითარებაა თვითონ ეკლესიაშიც - სასულიერო პირების ნაწილი, ზოგი იზოლაციაშია, ზოგი ინფიცირებულია, ზოგან ღვთისმსახურების ჩატარებაც პრობლემაა, იმიტომ, რომ სასულიერო პირი ინფიცირებულია. 

თქვა ხობის და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფორმულასთან. კორონავირუსის გამო არაერთი სასულიერო პირია ინფიცირებული, რამდენიმე მღვდელი დაიღუპა კიდეც ქვეყანაშ მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. თუმცა, ტაძრებში ღვთისმსახურების წესი არ შეცვლილა. ძალაშია ერთი კოვზით ზიარებაც. 



ასევე ნახეთ
close დახურვა