logo
ENG


დეკანოიძე: ჩვენი მძლავრი იარაღი ოპოზიციის ერთობაა, ივანიშვილი ერთპარტიულ პარლამენტს მიიღებს
  • 1087ნახვები

მე არ ვყოფილვარ დღეს მოლაპარაკებებზე, მაგრამ როგორი განცხადებაც გააკეთეს დღეს არჩილ თალაკვაძემ და ირაკლი კობახიძემ, თითქოს სივრცე, სადაც ჩვენ უნდა განვიხილოთ ახალი არჩევნები ან რიგგარეშე არჩევნები, არის დახურული, მე არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ დიდად ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი, რომ ამ სივრცეს როგორმე შეავსებს ბიძინა ივანიშვილი და არ მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს. რა თქმა უნდა იგი მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს... 

​ჩვენ გვაქვს ძალიან მძლავრი იარაღი და ეს არის ოპოზიციის ერთობა. თუ გადავრთავთ სამთავრობო არხებზე და მოვუსმენთ ე.წ. მათ ექსპერტებს, თურმე მათ უნდათ მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც ივანიშვილი რა თქმა უნდა ვერ მიიღებს და ამაში დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება, რომელიმე ჩემი კოლეგის მხრიდან. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გამოყვანისთვის.  

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა



ასევე ნახეთ
close დახურვა