logo
ENG


სამადაშვილი: კობახიძის დღევანდელი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკებები ჩაშალა
  • 762ნახვები

კობახიძის დღევანდელი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მოლაპარაკებები ჩაშალა. 11 დეკემბერს, დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა შეიკრიბება.

ეს განცხადება ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა Facebook-ზე გააკეთა. კობახიძის, განცხადებით, მმართველი გუნდი საპარლამენტო მანდატებს შეუწყვეტს ყველა იმ დეპუტატს, რომლებიც "ოპოზიციის რადიკალი ლიდერების სცენარს ვერ შეეწინააღმდეგებიან" და საკანონმდებლო ორგანოში შესაბამის განცხადებას წარადგენენ. მისივე თქმით, ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა