logo
ENG


რაქვიაშვილი: დარწმუნებული ვარ, გირჩი არ შევა პარლამენტში, დავწერთ განცხადებას და არ შევალთ
  • 703ნახვები

კობახიძის განცხადება, ჩემი აზრით, შეცდომა იყო და როგორც არასდროს ისე გაგვაერთიანა. როგორც ჩანს, მეტი არაფერი არ მოხდება, დავწერთ განცხადებას და პარლამენტში არ შევალთ. ქართული ოცნება როდესაც დაინახავს, რომ მარტოა პარლამენტის დარბაზში, შეიძლება ახალი მუხტი მისცეს.

ჩვენ მთელი ამ მოლაპარაკების განმავლობაში ერთი და იმავე პოზიცია გვქონდა და უბრალოდ მივიჩნევდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთიანობა. ამიტომ სხვა კოლეგებთან ერთად ვმუშაობდით და ერთიან პოზიციას ვაყალიბებდით. დღეს, შეხვედრაზე საერთოდ არ ვკამათობდით. დისკუსია პროცედურულ საკითხებზე იყო.

კობახიძის განცხადება იმდენად ცუდი იყო, რომ ძალიან სერიოზული, რაღაც უნდა მოხდეს, რომ მოლაპარაკებას აზრი ჰქონდეს. მე არასდროს წინააღმდეგი არ ვარ მოლაპარაკებების, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ უბრალოდ დროის ხარჯვაა - მივიდეთ და სადმე დავსხდეთ ამასაც აზრი არ აქვს. მთელს ოპოზიციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გირჩი პარლამენტში არ იქნება

გირჩის წევრი სანდრო რაქვიაშვილი ლელოს ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ კობახიძის საჯარო შეთავაზებებს პასუხობს და ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, გირჩი პარლამენტში არ შევა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა