ლელოს სახელით ვაცხადებ, რომ ამ უმსგავსოებას, მიტაცებული არჩევნების და კიდევ უამრავი უმსგავსოებისშემომქმედებს არ შევურიგდებით, არ დავუთმობთ, ეს გამორიცხულია. ლაპარაკი კობახიძის თანამდებობას ან კიდევ ვიღაცების თანამდებობებს კი არ ეხება, ახლა რომ გადაინაწილეს, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. მინდა მივულოცო ქართულ ოცნებას ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც იქნება მარტო, იზოლირებული საერთაშორისო სამეგობროდან, იზოლირებული იქნება მეორე ნაწილი ჩვენი ამომრჩევლისგან და ის ნაწილისგან, რომელიც პროპორციულ არჩევნებში, იმაზე მეტი ხმა აიღო ვიდრე ქართულმა ოცნება
განაცხადა ლელო საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ფორმულას გადაცემაში "კომენტარი".