ერთპარტიული პარლამენტი ბიძინა ივანიშვილისთვის არის ხარაკირი. იმიტომ რომ ერთპარტიული პარლამენტი შეიძლება არ წარმოადგენდეს პრობლემას ჩრდილოეთ კორეაში, მაგრამ ეს წარმოადგენს პრობლემას საქართველოში, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე რაც გველოდება გაზაფხულზე - პანდემია, ეკონომიკური კრიზისი და სხვა. ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის ადგილზე ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები.
განაცხადა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.