logo
ENG


ოცნების ახალი დეპუტატი: ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი
  • 1541ნახვები

ეს არათუ ერთპარტიული პარლამენტია, არამედ ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული და პლურალისტული პარლამენტი. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ ე.წ. პოლიტიკურ კრიზისთან, ის ეფუძნება სიყალბეს და აქედან გამომდინარე, მას პერსპექტივა არ აქვს. მთელმა საზოგადოებამ დაინახა, მთელმა ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა, ევროპამ, დასავლეთმა, აღიარა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ, კონკურენტუნარიან გარემოში. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, დადგეს იქ, სადაც უნდა იდგეს.

ასე აფასებს ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ტალიაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტს, რომლის გახსნით სხდომაზე მხოლოდ მმართველი გუნდის დეპუტატები იმყოფებიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა