logo
ENG


მარგველაშვილი: დღევანდელი დღე არასასიამოვნო ლაქად შევა ჩვენს ისტორიაში
  • 1329ნახვები

დღეს ძალიან მძიმე დღე არის. დღე, რომელიც არასასიამოვნო ლაქად შევა ჩვენს ისტორიაში. ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელი იყო მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოვდიოდით და დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოსთვის ვიბრძოდით, რომ ასეთი რამე შეიძლება მომხდარიყო 30 წლის თავზე, რომ საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი შექმნილიყო.

ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. პარლამენტში პირველ სხდომაზე მხოლოდ ქართული ოცნების წევრები იმყოფებიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა