logo
ENG


კობახიძე: სოფლებში ოქმებში ცდომილების რისკი მეტია, იქ შეიძლება დიპლომიც არ ჰქონდეთ 
  • 812ნახვები

წარმოიდგინეთ, როცა საუბარია საარჩევნო კომისიებზე, აქ არის უამრავი კომისია, 50 000 ადამიანი ჩართული, არის ქალაქებში, არის სოფლებში, არის მცირე სოფლებში, სადაც შეიძლება ადამიანს ელემენტარულად დიპლომიც არ ჰქონდეს აღებული. არიან სხვადასხვა გამოცდილების კომისიის წევრები ჩართული საარჩევნო კომისიების მუშაობაში და იქ ცდომილების რისკი, ბუნებრივია არის უფრო მაღალი.

იქ იყო ცინიზმი, იქ იყო ხუმრობები, სერიოზული შეურაცხყოფები, იმის გამო, რომ სადღაც, რომელიღაც საარჩევნო უბანზე იყო არასწორად შედგენილი ოქმები და ამაზე ააგეს კამპანია გაყალბებასთან დაკავშირებით.

როდესაც ერთადერთი ოქმი ებარა ISFED-ს, ამხელა ორგანიზაციას, რომელსაც ჰყავდა დამკვირვებელი 850 უბანზე და ეს ერთადერთი ოქმი ვერ დააბალანსეს

განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა