logo
ENG


უგულავა: ოცნებას არ მივცემთ ფუფუნებას, მაგიდა ააყირაოს და თან ოპოზიციას დააბრალოს
გიგი უგულავა
13 დეკ, 2020 12:18
უგულავა: ოცნებას არ მივცემთ ფუფუნებას, მაგიდა ააყირაოს და თან ოპოზიციას დააბრალოს
  • 729ნახვები

ჩვენ არ მივცემთ იმის ფუფუნებას ქართულ ოცნებას, რომ მაგიდა ააყირაოს და თან მერე ისიც ოპოზიციას დააბრალოს. ჩვენ მოლაპარაკებებს ახლა ვიწყებთ, აქამდე იყო მხოლოდ მოთელვა. მათ შორის ნერვების მოთელვა და ჩვენ ვნახეთ, ვიღაცებს არ გაუძლო, ვერ გაუძლო ნერვებმა და ჩაბარდნენ ქართულ ოცნებას.

განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. 

ცნობისთვის, 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს პირველი ერთპარტიული პარლამენტის სხდომა იყო. პროცესის პარალელურად ოპოზიციის ნაწილმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც მათ გაანულეს სიები, უარი თქვეს მანდატებზე და ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებენ ყოფნას. ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, თუმცა ოთხივე უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციური პარტიების უმეტესობას მიაჩნია, რომ პროცესი ქართულმა ოცნებამ ჩიხში შეიყვანა და ხელისუფლებისგან მნიშვნელოვანი კომპრომისის მოლოდინი აღარ აქვთ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა