logo
ENG


ელისო ბოლქვაძე 20 ივნისზე: პარიზიდან ვუყურებდი ჯიკაობას
  • 3544ნახვები

თქვენ თუ იცნობთ ისეთ დემოკრატიულ ქვეყანას, როდესაც შევარდებიან პარლამენტში... მოხდა შეტაკება, არ მოხდა? მე ვუყურებდი პარიზიდან ძალიან დიდ ღელვებს, ძალიან დიდ ჯიკაობას, საშინელი ჯიკაობა იყო, რატომ არ ვიცი, მაგრამ ხომ იყო?!

ახალგაზრდობა უნდა იყოს დაინტერესებული თავისი წინსვლით, უნდა იჯდეს, იმეცადინოს და წარმატებას მიაღწიოს... მე გეუბნებით, ვიცი, რომ ახალგაზრდები არ უნდა იდგნენ ამ დროს, ასეთი შესვლის და თავდასხმის... გეუბნებით, პარიზიდან ვუყურებდი, როგორ შევარდა... აბა, რატომ დადგა პოლიცია? მიმართულება არ იყო იმისთვის, რომ შევარდნილიყო პარლამენტში და აეღო? ჩემი თვალით ვნახე.

უთხრა პიანისტმა და ქართული ოცნების ახალმა დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ მთავარ არხს 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით. ამ დღეს პოლიციამ მშვიდობიანი აქცია ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია, რის გამოც ასობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა