logo
ENG


კობახიძე: ოპოზიციაში არის ნაციონალების პატარა არაჯანსაღი კლასტერი, დანარჩენი ჯანსაღია
  • 779ნახვები

ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ საკმარისად აღმოჩნდებიან ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გამოხატავენ ასეთივე მზაობას მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებისთვის. ანუ გაყოფილია რეალურად ოპოზიცია - არიან არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები და არის რამდენიმე ჯანსაღი პოლიტიკური პარტია, რომელიც ასეთ მზაობას აფიქსირებდა და ალბათ მომავალშიც დააფიქსირებს. მარტივად შეგვიძლია გავმიჯნოთ - არის პატარა კლასტერი ნაციონალების, რომელიც არის არაჯანსაღი თავისი ბუნებით, სწორედ მათ ჩაშალეს მოლაპარაკებები პირველ სხდომის წინა დღეს, ყველა დანარჩენი არის ჯანსაღი. დანარჩენს ვნახავთ, როდესაც პარტიები დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს.

ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ცნობისთვის, ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, თუმცა ოთხივე უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციური პარტიების უმეტესობას მიაჩნია, რომ პროცესი ქართულმა ოცნებამ ჩიხში შეიყვანა და ხელისუფლებისგან მნიშვნელოვანი კომპრომისის მოლოდინი აღარ აქვთ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა