logo
ENG


წულუკიანი: თამარ ჟვანიას ვურჩევდი, ყველას უჩივლოს, ვინც ის კრიმინალად გამოაცხადა
  • 1571ნახვები

როცა გამოვა ერთი პოლიტიკური დესტრუქციული ძალა, ექსტრემისტები და იტყვი, რომ თამარ ჟვანია არის საძაგელი ქალი, მას ჰყავდა არითმეტიკის ცუდი მასწავლებელი. მიადგები ამ მასწავლებელს საფლავში და დაუწყებ საფლავის ქვაზე კაკუნს, ეს არის მკრეხელობა. რა რა და, ქართველმა კაცმა მიცვალებულის და საფლავის პატივისცემა აიყვანა უმაღლეს რანგში და ეს ჩვენი იდენტობის ნაწილია. როცა ამას გააკეთებ და შემდეგ გამოჩნდება, რომ არც ის (ღმერთმა გაანათლოს) მასწავლებელია დამნაშავე და თამარ ჟვანიამაც უბრალოდ დათვალა ის, რაც მოხდა ურნაში. კი ბატონო, საუბნო დონეზე იყო ხარვეზები -  ხაბეიშვილს არ შერცხვა და სოზარ სუბარის 200 ხმა ჩაიდო ჯიბეში, მაგრამ ყველა ეს ხარვეზი აღოიფხვრა და აღმოჩნდა, რომ არც ერთი ამ ხარვეზით ქართულ ოცნებას არ უსარგებლია. მაინც თამარ ჟვანია იყო გამოცხადებული კრიმინალად და მე მას ვურჩევდი, საჯაროდ, იმ ხანდაზმულობის ვადებში, რასაც აწესებს კანონი, ყველა იმ ადამიანს უჩივლოს, ვინც ის კრიმინალად და ციხეში ჩასასმელად გამოაცხადა. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა, თეა წულუკიანმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა