logo
ENG


კობახიძე ვაშაძის ენმ-დან წასვლაზე: გვარამიამ და სააკაშვილმა დაშალეს ნაცმოძრაობა
  • 1475ნახვები

ძალიან კარგად და სწორად ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა და ამაში ძალიან გვეხმარებიან ოდიოზური ფიგურები, რომლებიც შლიან დღეს ოპოზიციას, რაც ძალიან კარგი პროცესია. ეს ოდიოზური ფიგურები, როგორებიც არიან, პირველ რიგში, სააკაშვილი, გვარამია და ბოკერია, შეიძლება მერაბიშვილზე და სხვებზეც ლაპარაკი, ისინი შლიან ნაცმოძრაობასა და ევროპულ საქართველოს. ბოკერიამ საკუთარი პარტია დაანგრია და ცდილობს საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიებიც. ანალოგიურად, ნაცმოძრაობის ოდიოზურმა ფიგურებმა, სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს ნაცმოძრაობა, რაც ძალიან და ჯანსაღი პროცესია, ამის შემდეგ მივიღებთ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გრიგოლ ვაშაძის მიერ ენმ-ის დატოვების თემის კომენტირებისას განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა