logo
ENG


ჯაფარიძე: ღატაკებს სიმწრით აშენებულ სახლებს უნგრევენ, ჩვენი სახელით სჩადიან არაადამიანობას
  • 1779ნახვები

სიმწრით აშენებულ სახლებს უნგრევენ ღატაკ ადამიანებს, რომლებმაც რაღაცნაირად მოახერხეს და მთავრობის "დახმარების" გარეშე, ტრიალ მინდორზე საკუთარი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ადგილი მოიწყვეს.

ამ გაჭირვებაში, ამ ყინვაში, წინასაახალწლოდ ტოვებენ ქუჩაში.

და ამას ამართლებენ იმით, რომ ეს ტერიტორია "საერთო საკუთრებაა", სახელმწიფოსია, და მათი იქ ცხოვრებით ჩვენი "საერთო ინტერესი" ზიანდება.

ჩვენი სახელით აკეთებენ ამ არაადამიანობას.

ჩვენზე ზრუნვის მოტივით.

და ამ უბედურების არც ერთ უშუალო შემსრულებელს სინდისი არ აწუხებს ამ ადამიანების ტრაგედიის შემყურეს.

მეტიც, ალბათ სჯერათ რომ კარგ საქმეს აკეთებენ, კანონს ასრულებენ.

თბილისის მერიამ აფრიკის დასახლენაში ხელმოკლე ადამიანების საცხოვრებლები დაანგრია. მერიის მტკიცებით, შენობები უკანონოდ იყო აშენებული. 



ასევე ნახეთ
close დახურვა