გვინდა გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკური პარტიების სამარცხვინო, ცილისწამებლურ, დანაშაულებრივ განცხადებებს, რომ მერიამ ხალხი გამოყარა დასრულებული სახლებიდან. არც ერთი ნაგებობა არ იყო დასრულებული და მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე აფრიკის შენობაში თვითნებურად აშენებული შენობების დემონტაჟზე საუბრისას განაცხადა.