logo
ENG


ბურჭულაძე აფრიკის დასახლებაზე: სამაგიეროდ, თბილისის ქუჩები საზეიმოდ იქნება განათებული
  • 1546ნახვები

დაუფიქრებლად აკეთებენ თუ სახალხოდ იმეტებენ? რომელ კანონიერებაზე გვესაუბრებიან? ფონდ "იავნანას" კუთვნილ ფართში უკვე 14 წელია უკანონოდ შეჭრილი ოჯახები ცხოვრობენ და ინვესტორების არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, კანონის ფარგლებში გამოგვესახლებინა ისინი, პროექტებს ვაჩერებთ, რომ უსახლკაროდ არ დარჩნენ გაჭირვებული ადამიანები. როგორ უნდა მოგივიდეს ასეთი რამ აზრად? იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანდებოდეს ასეთი ოჯახების დასაცავად, ამ გაგანია პანდემიის დროს ქუჩაში ყრიან და ასე ულოცავენ ახალ წელს? სამაგიეროდ, თბილისის ქუჩები საზეიმოდ იქნება განათებული

ასე ეხმაურება Facebook-ზე საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიის მიერ თვითნებურად აშენებული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს.



ასევე ნახეთ
close დახურვა