logo
ENG


წულუკიანი "მზეთუნახავზე": კიდევ სხვა რაღაცებს ვიტყვი თუ არ გაჩერდებიან
  • 1782ნახვები

როდესაც ვამბობ დაცინვით ისეთ რომანტიკულ სიტყვას "მზეთუნახავი" და ამით ხართ აღშფოთებული და რაც სალომე ზურაბიშვილს უწოდეს, ამით არ ხართ აღშფოთებული, მეუბნებით, რომ მერე რა მოხდა, ჟურნალისტია და შენ დეპუტატი ხარო. ვინ თქვა, რომ დეპუტატი უუფლებოა? იქნებ ამ თემებზე გამართოთ დისკუსია, მისი ოჯახი ოჯახია და სხვისი ოჯახი ოჯახი არ არის? მისი ცოლი ცოლია და სხვისი ცოლი ცოლი არ არის? თქვენ ჩემს ოჯახს არ იცავთ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს არ იცავთ, სალომე ზურაბიშვილის შვილებს არ იცავთ, იცავთ მხოლოდ ნიკა გვარამიას მეუღლეს თუ როგორ ვუწოდეთ "მზეთუნახავი". მე კიდევ სხვა რაღაცებს ვიტყვი თუ არ გაჩერდებიან. თქვენ გამოტოვეთ ყველა ის უბედურება, რაც ხდება ქალების მიმართ. ეკა ტიკარაძე მუდმივი ბულინგის მსხვერპლია. ბევრი კაცი ვერ გაუძლებდა ამას, რასაც უძლებს. ვინმეს ამაზე ხმა ამოუღია? და მზეთუნახავი სიტყვა გეწყინათ? ძალიან რომანტიკული სიტყვაა

ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა