logo
ENG


კალაძე: ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგმა, რომ ბავშვებით "გაამძაფროთ" ყალბი ინფორმაცია?!
კახა კალაძე
20 დეკ, 2020 20:58
კალაძე: ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგმა, რომ ბავშვებით "გაამძაფროთ" ყალბი ინფორმაცია?!
  • 1116ნახვები

რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკკამპანიას უსახლკარო ოჯახებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოცქსელების მომხმარებლები, აყვნენ ამ ამორალურ მანიპულაციას. ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით "გაამძაფროთ" ყალბი ინფორმაცია?! ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ - წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არა მგონია ეს გრძნობა აწუხებდეთ.

წერს თბილისის მერი კახა კალაძე 8 წლის გიგის საქმესთან დაკავშირებით. დევნილთა სააგენტოს მტკიცებით, 14 დეკემბერს ბავშვის ოჯახს ზუგდიდში სახლი გადასცეს, გიგის ადვოკატი კი ამბობს, რომ ოჯახისთვის არც გასაღები მიუციათ და არც იმ კორპუსშია შესახლებული ვინმე, შესაბამისად, ოჯახი გარეთ რომ არ დარჩენილიყო, თბილისში, ნაგავსაყრელზე სახლი აიშენეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა