logo
ENG


ჰოჯესი: იმედგაცრუებული დავრჩი, ზურაბიშვილმა პარლამენტში თითქმის არაფერი თქვა NATO-ზე
ბენ ჰოჯესი
21 დეკ, 2020 17:28
ჰოჯესი: იმედგაცრუებული დავრჩი, ზურაბიშვილმა პარლამენტში თითქმის არაფერი თქვა NATO-ზე
  • 879ნახვები

ცოტათი იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე თითქმის არაფერი თქვა. ვგონებ, მან ერთხელ ახსენა NATO-ში გაწევრიანება. დარწმუნებული არ ვარ, რომ ქართული ოცნების ლიდერები 100%-ით ერთგულები არიან ნატოში გაწევრიანების ან სხვა საკითხების მიმართ.

ჩემი აზრით, დროა, საქართველოს შიგნით დაიწყოს სერიოზული საჯარო დებატი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიაზე. ჯადოსნური გზით ნატოში შესვლა ვერაფერს მოაგვარებს, მაგრამ შესძენს დამატებით პასუხისმგებლობას. ქვეყნის შიგნით უნდა მიმდინარეობდეს ნამდვილი სამუშაოები მდგრადი საზოგადოების განვითარებისთვის, რომ ხალხს ისევ ჰქონდეს ნდობა საკუთარი მთავრობის, არჩევნების, სასამართლო პროცესების მიმართ და სტიმული მიეცეს დასავლურ ინვესტიციებს. 

განაცხადა ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ბენ ჰოჯესმა ფონდ თავისუფალი რუსეთის დირექტორის ეგორ კურეპტოვის ორგანიზებით გამართულ ონლაინდისკუსიისას. დისკუსიაში ამერიკელი ექსპერტები, დიპლომატები და ყოფილი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა