logo
ENG


ოცნების დეპუტატი: ხომ არ გვეფიქრა საქართველოს დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოყალიბებაზე
  • 2557ნახვები

თქვენს და თქვენი სამინისტროს წარმატებად უნდა ჩაითვალოს დისტანციური სწავლება ამ რთულ პირობებში, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში როგორ მოახდინა სისტემამ ადაპტაცია და სრული უწყვეტობა შესთავაზა ჩვენს მოსწავლეებს და სტუდენტებს. რა თქმა უნდა, პანდემია არის გამოწვევა, მაგრამ ჩვენ, მე ვფიქრობ, განათლებაში დაგროვილი გამოცდილებით, მეთოდოლოგიით, იმ სასწავლო რესურსების დიგიტალიზაციით, რაც ამ სფეროში დაგვიგროვდა, ხომ არ გვეფიქრა და მექნებოდა ინიციატივა თქვენთან ერთად, რომ სამომავლოდ გვეფიქრა, გარკვეული დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო. ეს, რა თქვა უნდა, ეხება იმ პროგრამებს, სადაც ამის შესაძლებლობა არის და არამც და არამც ტექნიკური და ლაბორატორიული სამუშაოებია საჭირო. 

უთხრა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს პარლამენტში.

საქართველოში პანდემიის და ლოკდაუნის დროს, ინტერნეტის და ტექნიკური საშუალებების არქონის გამო, მოსწავლეების ნაწილი დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრებას ვერ ახერხებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა