პირველ რიგში, ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამდენი ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზედაც მაქვს – რატომ არ იცის ეს ხალხმა? იქნებ, რაღაცა კულტურა დავნერგოთ, რომ ყოველი თვის ბოლოს იქნება, თუ კვარტალის ბოლოს, მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ის ინფორმაცია, თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო და არა მარტო ეს სამინისტრო და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი ეს ინფორმაცია იმიტომ, რომ ძალიან ცუდია, ბევრი რამ მეც პირველად გავიგე
ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.