მე ელისო ბოლქვაძის ნიჭიდან და პიანისტური ცხოვრებიდან გამომდინარე, მის მიმართ მქონდა და ამ ნაწილში ვინარჩუნებ პატივისცემას. მისი გამონათქვამები ჩემშიც იწვევს მკვეთრ ემოციებს, მაგრამ სინამდვილეში რა არის, იცით? ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ფოკუსი და მგონია, რომ აი, ასეთი დეპუტატები, რომლებიც აბსოლუტურად ამოვარდნილები არიან კონტექსტიდან და თვითონაც არ იციან, იქ რა ესაქმებათ, სწორედ ფოკუსის დასაკარგად არიან იქ ჩასმულები, რომ უცებ, ერთ დღეს მთელი მედია და სამოქალაქო ყურადღება და სიბრაზე წავიდეს ელისო ბოლქვაძის სრულიად არაადეკვატურ განცხადებაზე, მეორეჯერ - ვიღაცის.
სინამდვილეში ელისო ბოლქვაძე კი არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის ადამიანი, რომელიც ქართველ ხალხს აკადრებს, რომ წარმატებული პიანისტი წამოიყვანოს იმ სფეროდან, გადმორგოს ხესავით ხელოვნურად და ჩარგოს პარლამენტში.
დღეს ქალბატონი ელისოა, გუშინ სხვა ჰყავდათ, ვინც მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებდა, ხვალ კიდევ ვიღაც სხვას მოიფიქრებენ, რომ ჩვენ მუდმივად დავკარგოთ ფოკუსი, რა არის მთავარი.
თქვა პარტია ლელოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ფორმულას გადაცემა კომენტარში ქართულ ოცნებასა და მის დეპუტატებზე საუბრისას.