ქართველები უნიკალური ხალხი ვართ. მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია და ისიც ქართველი, რომელიც რომ გარდაიცვლება მაინც 7 პროცენტი ექნება რეიტინგი. ამ ადამიანმა, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ, ძველ დროში, ნაციონალები რომ იყვნენ ხელისუფლებაში, თქვა, რომ მე პარლამენტში არ შევდივარო, სინამდვილეში არ დაწერა წერილი და მოატყუა არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს, ჩვენ ყველას მოგვატყუა. სინამდვილეში შემოიპარა პარლამენტში, არ დადიოდა და იღებდა ხელფასს. ამას ჰქვია ხალხის პარტია თუ ლეიბორისტული პარტია, რომელიც უქონელ ხალხზე ზრუნავს.
ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს, რომელმაც თქვა - "რომ მოვკვდები, იმის მერეც 7% კაი ხანი მექნება".