logo
ENG


დეგნანი: 2021-ში მთავარი იქნება, პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში დაგეხმაროთ
კელი დეგნანი
23 დეკ, 2020 22:10
დეგნანი: 2021-ში მთავარი იქნება, პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში დაგეხმაროთ
  • 1048ნახვები

ჩემი აზრით მომავალ წელს მთავარი ყურადღების საგანი იქნება დავეხმაროთ საქართველოს ამ პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში. ჩვენ ამის გასაკეთებლად ვართ განწყობილი USAID-სა და სხვა სააგენტოების შესანიშნავი პროგრამებით. რა თქმა უნდა განვაგრძობთ  ღრმა თანამშრომლობას ამირან გამყრელიძესთან, და ლუგარის ლაბორატორიასთან არსებულ დაავადებათ კონტროლის ცენტრთან კოვიდთან საბრძოლველად და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დასასრულებლად. ეს არის მსოფლიო მასშტაბის წარმატება. 2 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და 91 პროცენტი განიკურნა. საქართველო ამით უნდა ამაყობდეს. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს საქართველოსთან პარტნიორობის გასაღმავებლად, რადგან გვჯერა საქართველოს როგორც წარმატებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყნის მომავლის, რომელიც მყარად მოიკიდებს ფეხს ევროატლანტიკური ქვეყნების ოჯახში. 

ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ფორმულას ეთერში, გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" ინტერვიუსას განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა