logo
ENG


ჩუგოშვილი: პარლამენტის და ფრაქციის სხდომა დღეს ერთი და იგივეა, ეს პარლამენტი არ არის
  • 1283ნახვები

ერთი ადამიანი, ორი ან სამი მიიღებს თუ არა ინდივიდუალურად პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას, ეს აბსოლუტურად არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ დღეს ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს და პარლამენტის სხდომა და ფრაქციის სხდომა ერთი და იგივეა. პარლამენტს ვერც დავარქმევდი, რადგან ფაქტობრივად, ფრაქციის სხდომები ტარდება. მთელი პარლამენტი და ერთი პარტია დღეს აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ამიტომ, ეს პარლამენტი არ არის. პარლამენტი თავისი არსით არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ჯგუფს, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს და სხვადასხვა მოსაზრებას. დღეს ჩვენ ეს არ გვაქვს და ჯერჯერობით, პირიც არ უჩანს 

ამის შესახებ პირველი არხის ეთერში ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა მეათე მოწვევის პარლამენტზე საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა