მინდა გისურვოთ წარმატებები და უფალი იყოს თითოეული თქვენთაგანის მფარველი და სრულიად საქართველოსი. მე მაქვს ერთი შეკითხვა და ერთი თხოვნა: ჩვენი ბიუჯეტი პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდზეა ორიენტირებული და კარგი იქნებოდა, თუ ადგილობრივი ბიუჯეტებიც ამ პრინციპით შექმნებოდა. თხოვნა მექნება, რომ მიმართვის დონეზეც თქვენი ჩართულობა ეფექტიანი იქნება.
ამის შესახებ დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ამტკიცებენ მთავრობის შემადგენლობას.