logo
ENG


ხაბარელი: სპორტი სტაბილურობის გარანტია
  • 1147ნახვები

როგორც ჩანს, ბოლო გამომსვლელი ვარ და ლოგიკურიცაა, რადგან სპორტზე უნდა ვისაუბრო. სპორტი ხელისუფლების ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა გახდეს, რადგან სპორტს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. სპორტი გახლავთ იმ დაავადებების საუკეთესო პრევენცია, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში მომძლავრებული. სპორტი არის სტაბილურობის გარანტი. სტაბილურობას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოში არაერთხელ ჩავატარეთ მაღალი რანგის შეჯიბრი და მომავალშიც არის დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ სპორტს უნდა ჰქონდეს თავის ავტონომია და ვიფიქროთ, ამაზე. სპორტში საჭიროა მყისიერი გადაწყვეტილებები, რამეთუ ღონისძიებები 80%-ზე მეტი ჩვენი ქვეყნის გარეთ ტარდება. ბიუროკრატიის ნაკლებობაა საჭირო. ფიქრია საჭირო, რომ სპორტი ცალკე ერთეულად იქნას ჩამოყალიბებული

ამ კითხვით მიმართა დეპუტატმა შოთა ხაბარელმა პარლამენტში მთავრობის დამტკიცების რიგგარეშე სხდომაზე პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას.



ასევე ნახეთ
close დახურვა