logo
ENG


კობახიძე ბანერებზე: შედარება პრინციპულია იმისთვის, რომ საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს
  • 312ნახვები

დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022-2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. [უკრაინის საგარეოს] განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ…

მიუღებელი არის ის, რაც ხდება უკრაინაში. რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული იმისათვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი. რაც არის გამოსახული ამ სურათებზე, არის ის რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად სხვათა შორის. 2022-2023 წლებში ჩვენს ქვეყანას იგივე ელოდება, ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

*ახალ პროპაგანდისტულ ბანერებზე ქართულმა ოცნებამ ამომრჩევლის დასაშინებლად დაბომბილი უკრაინის ფოტოები გამოსახაბანერებზე ჩანს დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი - წარწერით "არა ომს", შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით - "აირჩია მშვიდობა".



ასევე ნახეთ
close დახურვა