logo
ENG


ხაზარაძე ამილახვარზე: განათლების მინისტრი გაიქცა, გაექცა პასუხისმგებლობას
  • 295ნახვები

განათლების მინისტრი გაიქცა, გაექცა პასუხისმგებლობას. მე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას განათლებაზე და განათლების სერიოზულ რეფორმაზე, თუმცა, განათლების რეფორმას ვერ ჩაატარებს ვერცერთი პედაგოგი და მასწავლებელი, რომელიც არის ადმინისტრაციული და პოლიტიკური წნეხის ქვეშ.

არ შეიძლება მომავალი თაობა გაზარდო თავისუფლების გარეშე. თავისუფლების მაგალითი უნდა იყოს თითოეული პედაგოგი. მე მინდა მივმართო ყველა პედაგოგს, ნუ დაშინდებით! ვერავინ დაგაშინებთ! გამოდით, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია! "ქართულ ოცნებას" და "რუსულ ოცნებას" წაგებული აქვს არჩევნები იმიტომ, რომ ისინი არ ემსახურებიან ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესებს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ, "ძლიერი საქართველო", ნომერი 9, ნებისმიერი პედაგოგის გვერდით ვიქნებით და სოლიდარობას ვუცხადებთ მათ იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ხალხის ქვეყანა.

რაც შეეხება "ილიაუნის", უნივერსიტეტზე თავდასხმის გამო მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო პედაგოგებს, მასწავლებლებს და განსაკუთრებით სტუდენტებს. ვერავინ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სამართალი და სიმართლე არის იმ მხარეს, სადაც არის ძლიერი საქართველო და, სადაც არის ის პერსპექტივა, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფად უნდა გახდეს იმ დიდი გაერთიანების ნაწილი, რასაც ევროპული გაერთიანება ჰქვია.

ამბობს ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის გადადგომაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა