logo
ENG


მაჭავარიანი დეპუტატებს: მაღალკვალიფიციური დისკუსია იყო, ბევრ ევროპულ ქვეყანას შეშურდება
  • 1676ნახვები

თითოეულ დეპუტატს მინდა მადლობა გადავუხადო და ზუსტად გეტყვით რისთვის. იმისთვის, რომ დღევანდელი ჩვენი დისკუსია პრაქტიკულად დაცლილი იყო პოპულიზმისგან. კომიტეტზეც გამოჩნდა ნიშნები და დღეს კიდევ უფრო გამოძლიერდა ეს რწმენა, რომ ძალიან მაღალკვალიფიციური დისკუსია შევძელით, დამერწმუნეთ, ბევრ ევროპულ ქვეყანას შეშურდება. მე არაერთი საპარლამენტო დებატები მომისმენია, როდესაც ფინანსთა მინისტრები გამოდიოდნენ, მათ შორის ავსტრალიის, ახალი ზელანდიის. ბევრი მომისმენია ასევე როგორც ბრიტანეთის პარლამენტის, ასევე ბევრი სხვა პარლამენტის დისკუსიები და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ამაყი ვარ, სასიამოვნოდ ვარ გაოცებული, რომ საქართველოს დღევანდელმა პარლამენტმა დიდი მგრძნობელობა გამოიჩინა ისეთ თემებზე როგორიცაა მაკროსტაბილურობა, ფისკალური დისციპლინა. ისეთ თემებზე, რომლებიც ზოგადად არ არის ხოლმე მომგებიანი და პოპულარული. დღევანდელ ჩვენს დისკუსიას იმედი მაქვს მოსახლეობა ასეთ თუ ისე მაინც ადევნებდა თვალყურს, იყო პრაქტიკულად დაცლილი პოპულიზმისგან და მიმართული იმ პრობლემებზე რაც გვაქვს. ეს მე ძალიან მაიმედებს. ეს არის ყველაზე მთავარი პირობა, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან გამოვალთ.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ერთპარტიული პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა