logo
ENG


მაჭავარიანი: 4 900 ლარია ჩემი ხელფასი და არ იზრდება, სამწუხაროდ
  • 1604ნახვები

ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მიმდინარე ხარჯები მსოფლიოში და ყველაზე დაბალი ხარჯები ბიუროკრატიაზე. 4900 ლარია ჩემი ხელფასი და არ იზრდება, სამწუხაროდ. აქ საუბარი არ არის იმაზე, მე რამდენად მაკმაყოფილებს, ბიზნესიდან მოვდივარ, შესაბამისი დანაზოგი მაქვს, შეგიძლიათ ჩემი დანაზოგი ნახოთ, ეგ იმდენად დრამატული არ არის. აქ პრინციპზეა საუბარი. ჩვენ ხომ იმაზე არ უნდა ვისაუბროთ, რომელი მინისტრი რა დანაზოგით მოდის, ჩვენ უნდა შევხედოთ ასე სიტუაციას, რომ სამომავლოდ ჩვენ შეიძლება მოვიყვანოთ ახალგაზრდა, ძალიან გონიერი, ძალიან უნარიანი ადამიანები. როგორ მოვიზიდოთ ისინი? გაგვიჭირდება რომ მოვიზიდოთ დაბალი ხელფასით, რადგან კერძო სექტორი ადამიანებს სთავაზობს აბსოლუტურად სხვა ნიშნულს.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა რუსთავი 2-ის ეთერში, ბიუროკრატიულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა