logo
ENG


ელისაშვილი: 100 მეტრში ვცხოვრობ პარლამენტიდან, რომ მინდოდეს, შევიდოდი, ვერავინ დამიშლიდა
  • 1500ნახვები

ჩვენთვის არ არის პრიორიტეტული საკითხი რიგგარეშე არჩევნები და რაც პრიორიტეტული არ არის, იმაზე რატომ უნდა ველაპარაკებოდე ვინმეს, მით უმეტეს ფარულად. ჩვენ წესიერი ბოიკოტის რეჟიმში ვართ. კი არ დავხარბდით და კი არ გავვარდით და ფული კი არ მოვითხოვეთ ცალი ხელით. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ. 100 მეტრში ვცხოვრობ პარლამენტიდან, რომ მინდოდეს, შევიდოდი, ვერავინ დამიშლიდა.

თქვა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში შესვლის შესახებ. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბოიკოტის რეჟიმშია. X მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულია. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ "გაწიკწიკებული" საარჩევნო სისტემის შემთხვევაში მზად არის, პარლამენტში შევიდეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა