logo
ENG


ტრამპი მხარდამჭერებს: ვიცი, რომ არჩევნები მოგვპარეს, მაგრამ სახლში წადით, საჭიროა მშვიდობა
  • 3008ნახვები

ვიცი, რომ წუხართ, ვიცი რომ გატკინეს. ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. დიდი უპირატესობით მოვიგეთ ეს არჩევნები და ეს ყველამ იცის, განსაკუთრებით მეორე მხარემ. თუმცა ახლა სახლში უნდა წახვიდეთ, ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, ჩვენ სამართალი და წესრიგი გვჭირდება. აუცილებელია, რომ სამართალდამცველებს პატივი ვცეთ. ჩვენ არ გვსურს, რომ ვინმე დაშავდეს.

ძალიან რთული დრო გვიდგას, არასოდეს მდგარა მსგავსი დრო, როდესაც მსგავსი რამ წაგვართვეს ჩვენ, თქვენ, ქვეყანას. ეს იყო თაღლითური არჩევნები, თუმცა ჩვენ ამ ადამიანების თამაშის წესებით ვერ ვითამაშებთ. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ასე რომ, წადით სახლში.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ მხარდამჭერებს მიმართავს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა