logo
ENG


ნათელაშვილი ივანიშვილზე: "ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება", "არ დაიჯერო, არ დაიჯერო" 
  • 515ნახვები

ახლა მისი სურვილია და ოცნება, გადაირჩინოს ჩვენგან მოპარული მილიარდები და შეინარჩუნოს პოლიტიკური ძალაუფლება, სირაქლემისეული ჩამალვით ქვიშაში. მაგრამ, გალაკტიონიდან დავიწყოთ: "ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება" და იშხნელების სიმღერით დავასრულოთ: "არ დაიჯერო, არ დაიჯერო". ის არსად წასულა და არც აპირებს ამას. 

თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილზე. ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 11 იანვარს ღია წერილი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ტოვებს როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს, ისე მთლიანად პარტიას. ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირაში ივანიშვილმა თავისი ქონების უმეტესი ნაწილი, მილიონობით ლარის ქონება ფონდი ქართუს ანგარიშზე გადაიტანა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა