logo
ENG


ივანიშვილი: არ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას, პოლიტიკურ თემებზე არ დამირეკავენ
  • 543ნახვები

მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის და გუნდის დიდმა ნაწილმა ეს ძალიან კარგად იცის, ლიდერების ნაწილმა. პარტიაში შეხვედრებისას თვეების განმავლობაში მქონდა მე საუბარი, რომ მივდიოდი. ვახსენებდი, რომ თუ რამე გინდათ ჩემგან, აქვე შეგიძლიათ გადააზუსტოთ, რამეთუ მე საჯაროდ ვიტყვი, რომ ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე. დაბადების დღე შეიძლება მივულოცო, ძალიან კარგი ხალხია გუნდში, ჩემი ახალგაზრდა მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. ადამიანური ურთიერთობები შეიძლება იყოს ყოფით დონეზე, მაგრამ არა პოლიტიკურ თემებზე. მათ ეს კარგად იციან, არც დამირეკავენ, არცერთნაირი კრიტიკა ჩემგან არ მოხდება, არ მოხდება საჯარო გამოსვლა. მე საჯაროობას ვწყვეტ, ალბათ, ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან. 

ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა