logo
ENG


ხოშტარია: კარტოგრაფების საქმეში, გარდა წინასაარჩევნო დაკვეთისა, არის რუსული ხაზი
  • 1354ნახვები

კარტოგრაფების, ამ უწესიერესი ადამიანების დაკავება, მოხდა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დაკვეთა. ასევე, გამოვლინდა, რომ ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის რუსეთის ხაზი. შავბნელი დავით ხიდაშელი, რომელმაც მოსკოვიდან ჩამოიტანა რუკა, ის იქ მოღვაწეობს, ასევე ნახსენებია პანამის დოკუმენტებში, ოფშორებში მიდის მისი კვალი. ასევე, როგორც ივანიშვილი ლაპარაკობს, ის არის მისი პარტნიორი და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ საქმეში, გარდა წინასაარჩევნო დაკვეთისა, არის ასევე რუსული ხაზი.

ასე გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტი ელენე ხოშტარია ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი "ჭეშმარიტი გმირი და ნამდვილი პატრიოტია".



ასევე ნახეთ
close დახურვა