logo
ENG


დეკანოიძე ხვიჩია-ელისაშვილის წინადადებაზე: მსგავსი ფორმულირებები კვებავს ქართულ ოცნებას
  • 561ნახვები

მე რაც მოვისმინე სამთავრობო არხებზე და რა კომენტარის კეთებაც მოგვიწია ყველას ერთად და ასე თუ შევხედავთ, მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ახალი ფორმულირებები, რომელიც არ წარმოადგენს ერთიანი ოპოზიციური პლატფორმის განწყობას, ზოგადად, ქართული ოცნებისთვის და ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, არის დამატებითი საკვები, რომ, აი, განხეთქილებაა ოპოზიციაში, აი, ვერ თანხმდებიან, ვერ ჩამოყალიბებულან, რა უნდა იყოს და რას უნდა ჩაებას თვითმმართველობის არჩევნები თუ არ უნდა ჩაებას. კი, ეს აძლევს, გარკვეულწილად, იმის საზრდოს ხელისუფლებას, რომ ისინი არ კონცენტრირდნენ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებზე. 

ამ პარამენტში ნამდვილი ოპოზიციური პლატფორმის წარმომადგენლის შესვლა, მე ვფიქრობ, რომ დააზიანებს ამავე წარმომადგენლებს და ლიდერებს. კიდევ ვიმეორებ, ეს მათთვის უფრო სევდიანი ისტორია იქნება და მეც მგონია და არ მინდა და არ მემეტება არავინ. თუ შესვლა უნდათ, შევლენ, ყველანაირი წინაპირობების და დათქმების გარეშე. 

ენმ - ძალა ერთობაშიას ლიდერი იაგო ხვიჩიასა და ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და შეთავაზებებს აფასებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა