არაფრის საქმის კურსში არ ვარ რა... არ ვუყურებ გადაცემებს. ტელევიზიით ნერვებს არ ვიშლი რა, კარგად ბრძანდებოდეთ!
ას უპასუხა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ფორმულას კითხვას გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
რამდენიმე თვის წინ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა, თუმცა ამ პროექტმა ზამთარში გელათის ფრესკები ვერ დაიცვა, რადგან სახურავი ისევ დაზიანდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს.