logo
ENG


მშვენიერაძე ჩანაწერზე: პროკურატურა ცდილობს წარმოაჩინოს საქმე ისე, თითქოს აღმოჩენა გააკეთეს
  • 893ნახვები

პროკურატურა დღეს შეეცადა ამ ჩანაწერით საქმისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეეძინა და სიტუაციის ახლებურად მანიპულაციას. ჩვენი მხარე ჯერ არ იცნობს ჩანაწერის სრულ ვერსიას. ვნახეთ მისი დამონტაჟებული ნაწილი, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ რაც ამ საუბარში მოვისმინე, აბსოლუტურად დიდ ნაწილს ივერი მელაშვილი მოყვება საჯაროდ, სასამართლო სხდომაზე. აქ დასამალი არაფერი გვაქვს. აქ არაფერი დანაშაულებრივი არ ყოფილა, ეს იყო ჩვეულებრივი მუშა პროცესი. პროკურატურა მანიპულირებას აკეთებს ისე, რომ წარმოაჩინოს თითქოს დიდი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს.

 

განაცხადა კარტოგრაფის, ივერი მელაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ფორმულას გადაცემაში კომენტარი. დღეს პროკურატურამ ფარული ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, მათი ინფორმაციით, დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული.



ასევე ნახეთ
close დახურვა