ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე ზოგიერთი წევრის გამოსვლა იყო ნაციონალური მოძრაობის გუნდისა და მისი დანაყოფების გამოსვლებისა და განცხადებების ტყუპისცალი. მაგალითისთვის, როცა ისინი საუბრობენ და აფასებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როგორც ყველაზე ცუდ არჩევნებს, მათ არ უნახავთ, როგორ არჩევნებს ატარებდა მოქალაქეთა კავშირი თავის დროზე, რომელმაც დღეს იცვალა სახელი და გახდა ნაციონალური მოძრაობა. როგორც მაშინ, დღესაც, ამ მოძრაობას მართავს და ხელმძღვანელობს შევარდნაძის დროინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი.
ამის შესახებ პატრიოთა ალიანსის პარლამენტში შესული განაყოფის, პარტია ევროპელი სოციალისტების ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობის შეფასებისას განაცხადა.