მოგეხსენებათ, მე ვარ ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის კონსტრუქციული ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც ევროპის საბჭოს სესიაში ვიღებ მონაწილეობას ევროპელი სოციალისტების პარტიის სახელით. აქ ყოფნისას უფრო მეტად დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში.
ამის შესახებ პატრიოთა ალიანსის პარლამენტში შესული განაყოფის, პარტია ევროპელი სოციალისტების ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობის შეფასებისას განაცხადა.