logo
ENG


ივერი მელაშვილის ცოლი: ბინას ჩავდებ და გამოვიყვან, ეჭვი არ მეპარება, რომ გამართლდებიან
თამარ სულაძე
28 იან, 2021 14:56
ივერი მელაშვილის ცოლი: ბინას ჩავდებ და გამოვიყვან, ეჭვი არ მეპარება, რომ გამართლდებიან
  • 1073ნახვები

სასამართლოსგან ველოდები იმას, რომ ამ უდანაშაულო ხალხს გაათავისუფლებენ ყოველ შემთხვევაში, წინასწარი დაკავებიდან მაინც. საბოლოოდ რომ გამართლდებიან, 1%-ითაც არ მეპარება ამაში ეჭვი, იმიტომ, რომ უდანაშაულოები არიან, დანაშაული არის შეთითხნილი. იმედი მაქვს, რომ გამოუშვებენ. პოლიტიკური საქმეც ისე მიდის, რომ იქ ითხოვს ოპოზიცია პოლიტპატიმრების გამოშვებას და, ალბათ, პოლიტიკური ნებაც იქნება. რა თქმა უნდა, თანახმა ვარ [გირაოზე]. ბინას ჩავდებ და გამოვიყვან.

ამის შესახებ დაკავებული კარტოგრაფის ივერი მელაშვილის ცოლმა თამარ სულაძემ განაცხადა. როგორც ცნობილია, პროკურატურა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. პროკურორის განმარტებით, "მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება აღარ არის".



ასევე ნახეთ
close დახურვა