logo
ENG


გია ჯაფარიძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე: მოსკოვს ეს სპეცოპერაცია გამოუვიდა
გია ჯაფარიძე
29 იან, 2021 10:45
გია ჯაფარიძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე: მოსკოვს ეს სპეცოპერაცია გამოუვიდა
  • 521ნახვები

ერთი წუთით სხვა მხრიდან რომ შევხედოთ. მოსკოვს ეს სპეცოპერაცია გამოუვიდა. კარტოგრაფების საქმით მოსკოვმა ითამაშა მოქალაქეთა განათლების დონით და არაინფორმირებულობით (საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ არჩევს ისტორიასა და სამართალს, კულტურულ მემკვიდრეობასა და ტერიტორიულ საზღვრებს), ეთნიკურ-რელიგიურ განწყობებით და საბჭოთა ცნობიერებით. შედეგად:

- ეფექტურად ჩაერია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში;

- მოახდინა საზოგადოების პოლარიზაცია, გახლიჩა და ერთმანეთს დააპირისპირა საზოგადოება;

- საზღვრის დამდგენი კომისიიდან მოიშორა პროფესიონალი ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ეს თემა და რომელიც, ფაქტობრივად, თვითონ განასხეულებს ამ საქმეში ქვეყნის ინსტიტუციურ მეხსიერებას;

- გააჩინა შიში ნებისმიერ წესიერ სახელმწიფო მოხელეში, რომ კარგად შესრულებული პროფესიული საქმიანობის გამო, შეიძლება, ცილისწამების, დევნისა და ღალატის ბრალდების ობიექტი გახდეს. ამით ფაქტობრივად გაბზარა სახელმწიფო ბიუროკრატია;

- დააზიანა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან, ვისთანაც საზღვარი არ არის დადგენილი;

- გაართულა საზღვრის დადგენის პროცესში საქართველოს მხრიდან საკუთარი ინტერესების დაცვის და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა;

- მოთელა, რამდენად შესაძლებელია ფსევდო-პატრიოტულ განწყობებზე თამაში მომავალი ოპერაციებისთვის (მაგალითად, ხვალ, შეიძლება, შემოაგდოს თემა - არტანუჯი საქართველოა);

- მონიშნა საკუთარი გეგმების და მიზნების შესასრულებლად საჭირო ადამიანთა ჯგუფი;

- მოახდინა ე.წ. დასავლეთის დისკრედიტაცია კიდევ ერთხელ;

- შექმნა თემა, რომლითაც გაყო საქართველოს საზოგადოება და რომელსაც გააცოცხლებს ნებისმიერ დროს;

ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე, ეს არის ფაქტები. ეს არ ნიშნავს, რომ ასეა, მაგრამ იმას მაინც ნიშნავს, რომ ჩვენს გარშემო ყველა დედაქალაქში მაგრად უნდა უხაროდეთ. ამიტომ არის განათლება თავისუფლების საფუძველი. ისტორია და სამართალი სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, კულტურული მემკვიდრეობის და ტერიტორიული საზღვრების გარჩევაც

ასე ეხმაურება Facebook-ზე პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა