logo
ENG


მეუფე იაკობი: ეკლესიაში რომ ვართ, ის ხომ არ ჰგონიათ, ჩვენ კაცობაც ვიცით და ყველაფერი
მეუფე იაკობი
31 იან, 2021 15:27
მეუფე იაკობი: ეკლესიაში რომ ვართ, ის ხომ არ ჰგონიათ, ჩვენ კაცობაც ვიცით და ყველაფერი
  • 861ნახვები

აბა წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანში რომ კომისიის წევრს მაგი გაეკეთებინა, სად იქნებოდა დღეს, მისი ოჯახიც. გმირად მიიჩნევდი რის გამო, ციხეში რომ არის დაჭერილი? ციხეში ვის არ იჭერენ. საერთოდ საოცარი კომისიაა, მეორე წევრია ქალბატონი და სახელმწიფო ენა არ ისწავლა, მარტო რუსული ენით გველაპარაკებოდა. აბა შეიძლება? ასეთ საქმეებს ვის ანდობთ? ერთი, რომელიც წინასწარ განზრახულად იძახის, რომ სხვისია ეს მიწა... ვინა ხარ ვინ გეკითხება შენ, სადაც ხარ იქ დაეტიე რა... ჯერ კარტოგრაფიც არა ხარ, მიწათმომწყობი ხარ. მართლა ეკლესიაში რომ ვართ ის ხომ არ ჰგონიათ, ჩვენ კაცობაც ვიცით და ყველაფერი. თუ სადმე ომი ყოფილა, ყველგან ნაომარი ვარ მე და ჭკვიანად იყვნენ, ამით კი არ ვემუქრები... რა აქვთ გაკეთებული? მოდიან ხელისუფლებაში და ფულს შოულობენ, ტკბებიან სკამებით.

ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა ბრალდებულ კარტოგრაფებზე - ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვაზე საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა