logo
ENG


ზილფიმიანი ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს საკითხი ჩავარდეს
  • 1002ნახვები

ყველაფერს გავაკეთებთ და ვაკეთებთ კიდეც, დიალოგი გვაქვს იმისთვის, რომ ეს საკითხი ჩავარდეს. ანუ, შესაძლებლობა დარჩეს შესაძლებლობა, რომ იმის მიუხედავად, რომ თითქოს ვადაა დათქმული, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ აზრის შეცვლა მოხდება, მათ პოტენციური საშუალება მაინც დარჩეთ, რომ შევიდნენ... ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ მართლაც, საარჩევნო კოდექსი შეიცვალა, ის რაც დღეს არის, ასე ვერ დარჩება, გავიდა რამდენიმე თვე და მართლაც შეიცვალა. იმ მომენტში, შესაძლოა, ოპოზიციას შინაგანად ჩამოუყალიბდეს თავისთვის სურვილი, რომ შევიდეს, მხარი დაუჭიროს ცვლილებას, ანუ, რომ 2/3 შევკრიბოთ და ამის შემდეგ, თუ უნდა გავიდეს ისევ უკან.

ამის შესახებ პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესულმა დეპუტატმა, ევროპელი სოციალისტების წევრმა დავით ზილფიმიანმა გადაცემა კომენტარში განაცხადა. ცნობისთვის, პარლამენტი ოპოზიციის მანდატების გაუქმებაზე ხვალ, 2 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა