logo
ENG


ხვიჩია: ხვალ თუ არ ჩახსნიან ჩვენს კოლეგებს, მე ამას კეთილი ნების ჟესტად ჩავთვლი
იაგო ხვიჩია
01 თებ, 2021 18:38
ხვიჩია: ხვალ თუ არ ჩახსნიან ჩვენს კოლეგებს, მე ამას კეთილი ნების ჟესტად ჩავთვლი
  • 842ნახვები

მორიგი შეხვედრა მამუკა მდინარაძესთან დამოკიდებულია იმაზე, თუ ხვალ რას იზამენ. თუ ჩვენს კოლეგებს არ ჩახსნიან, მე ამას ჩავთვლი კეთილი ნების ჟესტად და შესაბამისად ახალი წინადადება იქნება საზოგადოებისთვის და ფასილიტატორებისთვის ცნობილი. ხვალინდელი საკითხი დაარბილებს ურთიერთობას - თუ ხვალინდელი დღე მშვიდობიანად გადავატარეთ, შემდეგ ოპოზიციასაც მოუნდება საუბარი, ასე მგონია და ხელისუფლებასაც.

 

განაცხადა გირჩის ერთერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ფორმულას გადაცემაში კომენტარი. მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე ხვალ, 2 თებერვალს გავა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა