logo
ENG


მელია ზურაბიშვილზე: მანაც კი აღიარა, რომ პარლამენტი ერთპარტიულია
ნიკა მელია
01 თებ, 2021 21:23
მელია ზურაბიშვილზე: მანაც კი აღიარა, რომ პარლამენტი ერთპარტიულია
  • 1113ნახვები

მანაც კი აღიარა [სალომე ზურაბიშვილმა], რომ ეს პარლამენტი არის ერთპარტიული, არადა რომ ჰკითხოთ, იქ [პარლამენტში] რამდენიმე პარტია უკვე შევიდა, ზოგი შედის. თუკი რამდენიმე ოპოზიციური პარტია შესულია, ქალბატონი სალომე რატომ საუბრობს, რომ მიუღებელია, სახელმწიფო ჰქონდეს ერთპარტიული პარლამენტი და ოპოზიცია არ იყოს იქ წარმოდგენილი. ანუ, თავადვე აღიარა და ვფიქრობ, რომ ეს არის ის სიმართლე, რომელიც საყოველთაოა - რეალური ოპოზიცია უარს ამბობს გაყალბებული არჩევნებისთვის მწვანე შუქის მიცემაზე. ახლა გაფორმება მოპარული არჩევნებისა, იქნება ღალატი ჩვენი შვილების და მომდევნო თაობებისა... დაუწერეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ტექსტი და გაუგზავნეს მის პრესსამსახურს მეილით. მან უბრალოდ ბრიფინგი ჩაატარა.  

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა. ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და ქართულ ოცნებას მოუწოდა, ოპოზიციისთვის მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა