logo
ENG


მდინარაძე: პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია, ერთ-ერთ არგუმენტად ესეც განვიხილეთ
  • 496ნახვები

სხვათა შორის, პრეზიდენტის განცხადება, ასე ვთქვათ, გზაში წამოგვეწია, შუა სხდომაზე გახდა ცნობილი. რა თქმა უნდა, იქ იყო ბევრი ფაქტორი, ანუ არგუმენტების ჭიდილი შეწყვეტის ან არშეწყვეტის მიმართულებით. იქ იყო ბევრი ფაქტორი გათვალისწინებული. მათ შორის, საუბრის დროს ამაზეც ვილაპარაკეთ და ერთ-ერთ არგუმენტად, ერთი მხრივ, ბუნებრივია, ესეც განვიხილეთ. მათ შორის, ევროკავშირის ელჩის განცხადებაც. მაგრამ, საბოლოო ჯამში, იყო ბევრი არგუმენტი სასწორის ორივე პინაზე და ხვალ ყველაფერი დეტალურად გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და მმართველ გუნდს მოუწოდა, ოპოზიციისთვის მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა