logo
ENG


ელისაშვილი: დრო გამოავლენს, რომ პარლამენტში სავარძელმა არ მოგვხიბლა
  • 677ნახვები

რთულად მოვედით მე და ლევან იოსელიანი ამ დარბაზამდე. მძიმე გზა გამოვიარეთ. დინების საწინააღმდეგოდ წასვლა, აღმა ცურვა მოგვიწია. ბევრი სირთულის გაძლება, ბევრი სიძულვილი წინ გველის ალბათ, მაგრამ ჩენ ვამბობდით, რომ რისიც გვწამს და რისიც გვჯერა, იმას გავაკეთებთ. გვჯერა და გვწამს, რომ ოპოზიცია აქ უნდა იყოს. ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს. 

ვერ დავაჯერებთ ბევრს, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა და პრივილეგიებით არ შემოგვიტყუეს. ამას, რა თქმა უნდა, დრო გამოავლენს, მაგრამ ამის დასტურად ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი: ჩვენ გვქონდა უცნაური კამპანია, ტელეფონის ნომერი გვქონდა გამოქვეყნებული და მთელი ჩვენი გუნდი ხალხს ვპსაუხობდით. გავიმეორებ ჩემი ტელეფონის ნომერს და ამ სხდომის დასრულების შემდეგ ის ისევ ჩართული მექნება. ვიღაც გამლანძღავს, ვიღაც შემაქებს და რაც მთავარია, სხვები პრობლემებს გვეტყვიან - 593 58 40 52 - ეს არის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ

თქვა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, დეპუტატის რანგში თავის პირველ სიტყვაში. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დანარჩენ ოპოზიციას გამოეყვნენ და პარლამენტში შევიდნენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა